ლიზინგი

კრისტალ ლიზინგი ალტერნატიული ფინანსური პროდუქტია და მისი გამოყენებით შეგიძლიათ შეიძინოთ აქტივი: სატრანსპორტო საშუალება, დანადგარი, მოწყობილობა, ტექნიკა და ა.შ ლიზინგით სარგებლობა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. თქვენ ირჩევთ სასურველ აქტივს, კომპანია შეისყიდის მას და ყოველთვიური სალიზინგო შენატანის სანაცვლოდ, გადმოგცემთ სარგებლობაში, ხოლო გრაფიკის ვადის ამოწურვის შემდეგ გადმოგეცემათ საკუთრებაში.

კრისტალ ლიზინგით აქტივის შეძენა შესაძლებელია:

· მარტივი პროცედურებით
· სწრაფი დაფინანსებით
· უზრუნველყოფის გარეშე
· მოქნილი პირობებით
· სტარტაპების დაფინანსებით

ლიზინგით აქტივის შეძენა შესაძლებელია სახელმწიფო პროექტის ARDA-ს ფარგლებში.

პროდუქტის მახასიათებლები:

· თანხის მოცულობა: 5 000-დან 100 000 ლარამდე
· ვადა: 60 თვემდე
· ვალუტა: ლარი
· საშეღავათო პერიოდი: 6 თვემდე
· თანამონაწილეობა: 20%-დან
· აქივის ტიპი: ახალი ან მეორადი

შეღავათიანი აგრო ლიზინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლის ფარგლებშიც გაიცემა შეღავათიანი აგროლიზინგი.

შეღევათიანი აგროლიზინგის კომპონენტი ემსახურება სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეღავათიანი აგროლიზინგის დაფინანსებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ქმნიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა), ან ეწევიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნებისმიერი სახით გადამუშავებას (შენახვა, დაფასოება, გადამუშავება), ან აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთ მასალებს, ასევე ის საწარმოები, რომელთაც თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დამტკიცებული აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსება.

დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებ გვერდზე.