სიახლეები

ფულის გლობალური კვირეული

ფულის გლობალური კვირეული

05 აპრილი 2019

31 მარტს, Global Money Week ფარგლებში, რომელიც მსოფლიოს 169 ქვეყანაში აღინიშნება, ფონდი კრისტალისა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი ერთობლივი ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკთან კოორდინაციით, გაიმართა სემინარი, USAID-ის პროექტ Yes-Georgia-ს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მოსწავლეებისთვის, თემაზე - ,,ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე''.

სემინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი, ფინანსური განათლებისთვის კოალიციის ვიცე-პრეზიდენტი და საკონსულტაციო კომპანია PMO Business Consulting-ის პარტნიორი ლევან გოგოლაძე.

მან ვრცლად ისაუბრა:
ფინანსური განათლების საჭიროების, საქართველოში ფინანსური განათლების კუთხით არსებული გამოწვევების, ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილების მნიშვნელობის, ბიუჯეტის მართვის, გონივრული ხარჯვის, დაზოგვის, სესხებისა და ინვესტირების საკითხებზე; ასევე, სემინარის მონაწილეების აქტიური ჩართულობით, განიხილა პრაქტიკული მაგალითები და ისტორიები საკუთარი გამოცდილებიდან, ხარჯის სხვადასხვა ტიპები, ის ფინანსური პროდუქტები და მომსახურებები, რომლებიც მეწარმეებმა შეიძლება გამოიყენონ თავიანთ სამეწარმეო საქმიანობასა თუ პირად ცხოვრებაში.

განხილული საკითხების გარდა, სემინარის მონაწილეების მხრიდან დაისვა შეკითხვები და მსჯელობა წარიმართა: რისკების დაზღვევის საჭიროების, სწორი ინვესტიციის განხორციელებისთვის აუცილებელი ნაბიჯებისა და კორპორაციული ფინანსების შესწავლის სარგებლიანობის შესახებ.

სემინარის დასასრულს, ფონდი კრისტალის პროგრამების მენეჯერმა ნათია კაციაშვილმა მომავალ მეწარმეებს, VISA-ს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის თემაზე შექმნილი საგანმანათლებლო ვიდეოთამაში ,,ფინანსური ფეხბურთი" გააცნო (იხ. ბმულზე: http://ge.financialfootball.com), რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების შესწავლაში. მან სემინარის მონაწილეებს წარუდგინა შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის (18+) მოთამაშეებზე გათვლილი მოდული ,,მსოფლიო კლასი'' და მისი სასწავლო პროგრამა, და ვიდეოთამაშის დაწყებამდე სახელმძღვანელოს გაცნობისკენ მოუწოდა (იხ. ბმულზე: http://ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf). ინტერაქტიულმა და სახალისო ვიდეოთამაშმა მონაწილეთა დიდი ინტერესი დაიმსახურა.