სიახლეები

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა
12 აგვისტო 202012 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა.
პროგრამა YES-Georgia, რომლის განმახორციელებელი ფონდი „კრისტალი“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალია“, ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება ახალგაზრდა მეწარმეებს.
ამ მიზნით USAID-ის მხარდაჭერით YES-Georgia-ს პროგრამის ფარგლებში 2016 წელს შეიქმნა „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“, რომელმაც საქართველოში არაერთი ახალგაზრდის მომავალი სრულად შეცვალა.
დაარსებიდან დღემდე სკოლამ 500-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღო.
ვულოცავთ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის კურსდამთავრებულებს და მომავალ კანდიდატებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს!