სიახლეები

ქალი მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

ქალი მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

02 დეკემბერი 2020

მიიღეთ ბიზნეს კონსულტაციები კრისტალ კონსალტინგის გამოცდილი გუნდისგან უფასოდ და ისარგებლეთ ბიზნეს სესხის სპეციალური პირობებით

,,კრისტალი“ და მისი შვილობილი კომპანია ,,კრისტალ კონსალტინგი“ ქალ მეწარმეებს უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ და ახლა უკვე ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას გთავაზობთ.
თუ თქვენ ისარგებლებთ/ან უკვე სარგებლობთ კრისტალის ბიზნეს სესხით, შესაძლებლობა გაქვთ დამატებით მიიღოთ საკონსულტაციო პაკეტი, რომლის აქციამდელი ღირებულება 850 ლარია. აქციის ფარგლებში კი თქვენ ამ პაკეტით სრულიად უფასოდ ისარგებლებთ!


ვის შუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება:
რეგისტირებული ან არარეგისტირებული მოქმედი ბიზნესი, რომელსაც ქალი მეწარმე თავად წარმართავს და რომელსაც აქვს მიმდინარე სესხი კრისტალში ან აპირებს კრისტალის სესხით სარგებლობას

რას გულისხმობს პროფესიონალთა კონსულტაციის პაკეტი და რას გთავაზობთ თქვენ:

  • კონსულტაცია, მენტორობა და ქოუჩინგი
  • ბიზნესის ანალიზი, რისკების შეფასება და საჭიროებების იდენტიფიცირება
  • ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება;
  • პროდუქტის ადაპტაცია & ოპტიმიზაცია - რეალიზაციის ახალი არხები
  • ბიზნეს ანალიზის შედეგად გაიცემა რეკომენდაციები (დოკუმენტის სახით) და მოხდება საწყის ეტაპზე იმპლემენტაცია

ისარგებლეთ ახალი პროდუქტით თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის!

  • დაინტერესებულმა პირებმა პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში უნდა მიმართონ კრისტალის ფილიალებს ან დაუკავშირდნენ ქოლ-ცენტრს ნომერზე 032 2 02 20 20

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES-Georgia)’’, ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (WGDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალი’’.