სიახლეები

„კრისტალმა“ თბილისში ორი ახალი სერვისცენტრი გახსნა

„კრისტალმა“ თბილისში ორი ახალი სერვისცენტრი გახსნა

25 დეკემბერი 2020

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, კრისტალი,  ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლეების პარალელურად განაგრძობს საფილიალო ქსელის  განვითარებას და მომხმარებლებისათვის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებას.

დეკემბრის თვეში „კრისტალმა“ თბილისის ორ რაიონში - დიდუბესა და  ისანში ახალი სერვისცენტრები გახსნა, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 09:30-დან 22:30 საათამდე მოემსახურება. თუმცა, ამ ეტაპზე, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გათვალისწინებით სერვისცენტრები 19:00 სთ-მდე იმუშავებენ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტერები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ისეთ საფინანსო სერვისებს მიაწვდიან, როგორიცაა ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება, ვალუტის კონვერტაცია, ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის გაცემა, კომუნალურების გადახდა. დიდუბის სერვისცენტრში სწრაფი სესხების გაცემაც იქნება შესაძლებელი.

როგორც კრისტალის უფროსი ბიზნეს ოფიცერი მელანია კუჭუხიძე აღნიშნავს:  „ჩვენ,  როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებაზე. როგორც იცით, ფილიალებსა და სერვისცენტრებთან ერთად კრისტალის სერვისების მიღება დისტანციურადაც არის შესაძლებელი. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ მომხმარებელთა საჭიროებებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა და წვდომა დისტანციურ არხებზე და ფიზიკურ არხებში ვიზიტს ამჯობინებენ. ცხადია ახალი ლოკაციების შერჩევამდე ჩვენ შევისწავლეთ ბაზარზე არსებული გარემო, გავითვალისწინეთ მომხმარებელთა მოთხოვნები და ახალი სერვისცენტრების გახსნაც სწორედ ამის საფუძველზე დავგეგმეთ. ჩვენი მიზანია მომსახურების ახალი ცენტრების მეშვეობით კიდევ უფრო გაფართოვდეს ჩვენი კომპანიის საქმიანობის არეალი, გაიზარდოს მომსახურების არხები და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა. რაც მთავარია, მათი ჰქონდეთ შესაძლებლობა ზედმეტი გადაადგილების და დროის დახარჯვის გარეშე შეძლონ კომპანიის სერვისებით სარგებლობა, რაც პანდემიით გამოწვეული კრიზისის და ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების პერიოდში ასე მნიშვნელოვანია“. 

სერვისცენტრების გახსნით კომპანიამ დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შექმნა და ახალი თანამშრომლები დაასაქმა.

ამ ეტაპზე კრისტალი ქვეყნის მასშტაბით 48 ოფისით არის წარმოდგენილი, მათ შორის მომხმარებლები მომსახურებას თბილისის სხვადასხვა უბნებში ექვსი ლოკაციიდან იღებენ.

მომსახურების ახალი ცენტრების  გახსნას კრისტალი 2021 წელსაც გააგრძელებს.

 ახალი სერვისცენტრების მისამართებია:

  • დიდუბე - გ. ცაბაძის ქ #17ა
  • ისანი - მეტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორია
  • კრისტალის ფილიალების მისამართები იხ. აქ  https://crystal.ge/ka/264/contact-info