სიახლეები

კრისტალის მემილიონე მომხმარებელი გახდა ანტერპრენერი ლაურა ნორაკიძე სენაკიდან

კრისტალის მემილიონე მომხმარებელი გახდა ანტერპრენერი ლაურა ნორაკიძე სენაკიდან

12 თებერვალი 2021

ფინანსური ჩართულობა კრისტალის მისიის მთავარი კომპონენტია.  კომპანიამ  შექმნის დღიდან, მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ხარისხიან და მრავალფეროვან ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა თავის მისიად განსაზღვრა.  

2020 წლის ბოლოს ფინანსური ჩართულობის კუთხით კომპანიამ ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია - კრისტალი მემილიონე მოხმარებელს მოემსახურა.    

მემილიონე მომხმარებელი სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმი ESM-ის  დირექტორი ლუარა ნორაკიძეა, რომელმაც სწორედ კრისტალის სენაკის ფილიალს მიმართა სესხის საღებად. მარტივი პროცედურები და კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები მისთვის მისაღები აღმოჩნდა და ამიტომ, არჩევანი „კრისტალზე“ გააკეთა.  

ლუარა ნორაკიძის ინიციატივით სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა-ლიცეუმი გაიხსნა. ის მუდმივად ზრუნავს სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, სენაკელი მოსწავლეების აღზრდასა და განვითარებაზე.  

„ჩვენთვის მემილიონე მომხმარებელი  ნიშნავსრომ კომპანია წლების განმავლობაში წარმატებით ამკვიდრებს თავის ერთ-ერთ კორპორატიულ ღირებულებას - ხელმისაწვდომობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი ფინანსური შესაძლებლობები მივცეთ მცირე და საშუალო მეწარმეებს საქართველოში, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას და ასაქმებენ ადამიანებს. „კრისტალი“, როგორც  მეწარმეობის მხარდამჭერი კომპანია 20 წელზე მეტია სტაბილურად ვითარდება და მყარად იმკვიდრებს ადგილს ქართულ ფინანსურ ბაზარზე.  ჩვენი სერვისები და პროდუქტები მომხმარებლებზე ორიენტირებულია და  ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონშია ხელმისაწვდომი. ამას გარდა, ინტენსიურად ვავითარებთ ონლაინ გაყიდვების არხებს, რადგან ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გაიზარდოს ხარისხიან და მრავალფეროვან ფინანსურ მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, ამავე დროს განვავითაროთ მომსახურების არხები და გავზარდოთ მომხმარებლების კმაყოფილება“- აღნიშნავენ კომპანიაში.  

ინფორმაციისთვის: 

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ფინანსური ინსტიტუტია. კრისტალის გუნდი უკვე 22 წელია უწყვეტად ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას. კომპანიას თავისი ისტორიის განმავლობაში მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით.  კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 49 ფილიალით და დასაქმებული ჰყავს 1000- ზე მეტი ადამიანი.