სიახლეები

კრისტალი გლობალური ფულის კვირეულს შეუერთდა

კრისტალი გლობალური ფულის კვირეულს შეუერთდა

29 მარტი 2021

მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება კრისტალისთვის, როგორც  პასუხისმგებლიანი ფინანსური ორგანიზაციისთვის, პრიორიტეტული მიმართულებაა. კრისტალი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კვირეულს შეუერთდა.

კვირეულის ფარგლებში კომპანიამ სხვადასხვა ასაკისა თუ სფეროს წარმომადგენლებისთვის არაერთ პროექტი განახორციელა: 

  • ◙ წლევანდელი კამპანიის ფარგლებში კომპანიის უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის ილია რევიას და ბიზნეს ინტელიჯენსისა და ანალიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის, დოქტორ გივი კუპატაძის მიერ მომზადდა და გამოქვეყნდა სპეციალური საგანმანათლებლო სტატიები, რომელიც მომხმარებლებს ფინანსური განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება. იხ. სტატია
  • ◙ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ახალი ნაკადის ბენეფიციარებისთვის ჩატარდა რამდენიმე ტრენინგი დაზოგვის მნიშვნელობისა და  ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
  • ◙  “ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES-GEORGIA)” პროგრამის სოციალურ ქსელებსა და ახალგაზრდების სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთელი კვირის განმავლობაში  ზიარდებოდა ინფორმაცია ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.  
  • ◙  კვირეულის ფარგლებში  “BUZZ საქართველოს” კომპონენტის ქალი ბენეფიციარებისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგები, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს დაზოგვის,  ბიზნესისა და საოჯახო ხარჯების მართვის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ „BUZZ საქართველოს“ კომპონენტის ფარგლებში, ცხრა თვის განმავლობაში 500-ზე მეტმა ქალმა შეიძინა და გაიღრმავა ცოდნა ისეთ აქტუალურ თემებში, როგორიცაა თავდაჯერებულობა, ფინანსური განათლება და ცნობიერების ამაღლება, მეწარმისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და სხვა.
  • ◙ „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ ბენეფიციარი "სტუდია ველოსოპედის" მიერ შექმნილი ვიდეო დიდი ინტერესესს იწვევადა საზოგადოებაში. ვიდეორგოლში, ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟი ჟირაფი ჟოზე თავის მეგობრებთან ერთად პატარებს სიმღერით უხსნის დაზოგვის მნიშვნელობას. იხ. ვიდეორგოლი

 

გლობალური ფულის კვირეულს კრისტალი პირველად 2017 წელს შეურთდა და ამ ხნის მანძილზე ყოველწლიურად,  კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის.

სხვა აქტივობებთნ ერთად კომპანიას   ჩაატარებული აქვს არაერთი სემინარი, მათ შორის  "პირადი ფინანსების მართვის მნიშვნელობა", USAID-ის პროექტ Yes-Georgia-ს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მოსწავლეებისთვის თემაზე ,,ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე'' და სხვა.

#გაუფრთხილდი საკუთარ თავს, გაუფრთხილდი საკუთარ ფულს